წაქცეული ხეები და ჩახერგილი გზები - სამეგრელოში სტიქიაა

29.09.24 18:14
წაქცეული ხეები და ჩახერგილი გზები  - სამეგრელოში სტიქიაა

სამეგრელოში სტიქიაა. ძლიერმა ქარმა ზუგდიდსა და წალენჯიხაში ხეები წააქცია. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც სამეგრელოს ქალაქებსა და სოფლებში მოსახლეობის ნაწილს დენი არ მიეწოდება. "პირველების" ინფორმაციით, ჩახერგილია საავტომობილო გზებიც, რადგან სტიქიამ მრავალწლოვანი ხეები წააქცია.