23 წლის ფლეიტისტის მკვლელობისთვის დაკავებულს ციხე ახალი დატოვებული ჰქონდა - რა მოხდა საბურთალოზე
ყოფილმა მსჯავრდებულმა თბილისში 23 წლის ახალგაზრდა მოკლა. კონსერვატორიის სტუდენტს დანა გულმკერდის არეში იმ დროს ჩაარტყეს, როცა გიორგი საყურაშვილი თანატოლებს აშველებდა. გიორგი ფლეიტისტი იყო. ქუჩაში ჩხუბს შემთხვევით შეესწრო და დაპირისპირებული მხარეების გაშველება უნდოდა, თუმცა სხვის ჩხუბში გამშველებლად ჩართვა ახალგაზრდას სიკვდილად დაუჯდა.
ერთი ვერსიით, მუსიკოსის მკვლელიი დანაშაულის ჩადენის მომენტში ნარკოტიკური ნივთიერების თრობის ქვეშ იყო.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.