ხმის უფლებაჩამორთმეული ემიგრანტები - ოპოზიციამ და მესამე სექტორმა სასამართლოს მიმართეს
ხმის უფლება ჩამორთმეული ემიგრანტები - ევროპის ქალაქებში, შტატებსა და კანადაში საქართველოს მოქალაქეები საარჩევნო უბნების გახსნას ითხოვენ, თუმცა ხელისუფლება უარზეა. ყველგან, სადაც ხალხი უბნის გახსნას მოითხოვს, 50-ზე მეტი ამომრჩეველი გროვდება, მაგრამ ძალაუფლების დაკარგვის ზღვარზე მყოფ "ქართულ ოცნებას" ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის არჩევნებში მონაწილეობა არ აწყობს.
ემიგრაციაში წასულების უფლებების აღდგენა ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორმა დღეს სასამართლოს გზით სცადეს. სამი პროცესი იყო, მაგრამ არცერთზე მოსამართლეებმა გადაწყვეტილება არ გამოაცხადეს.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.