ჭიათურაში ხანძარს 101 წლის ცოლ-ქმარი ემსხვერპლა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთში სახლი, სადაც იმერეთში ყველაზე ხანდაზმული წყვილი ცხოვრობდა, დღეს დილით დაიწვა. ცოლ-ქმარი 101 წლის ნოე და მარუსა მუმლაძეები ხანძარს ემსხვერპლნენ. ადგილზე ექსპერტ -კრიმინალისტები მუშაობენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია. ინფორმაციას ადგილობრივი ტელეკომპანია ,,იმერვიზია" ავრცელებს.