გაფრთხილება: 1-3 ოქტომბერს მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ქარი და სეტყვა
1 ოტომბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლის საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი წვიმა (ელჭექით), ასევე ქარის ძალიერება და სეტყვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) მოსალოდნელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა
"მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს - (საფრთხის დონე საშუალო)". - წერია გარემოს სააგენტოს განცხადებაში.