რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის აქტიურ დახმარებას სახელმწიფო განვითარების პრობლემების გადაჭრაში - პუტინი

30.09.24 14:25
რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის აქტიურ დახმარებას სახელმწიფო განვითარების პრობლემების გადაჭრაში - პუტინი

რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის აქტიურ დახმარებას სახელმწიფო განვითარების პრობლემების გადაჭრაში, - ამ სიტყვებით მიულოცა ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა ოკუპირებულ აფხაზეთს ე.წ. გამარჯვების დღე.

რუსეთ - აფხაზეთის ურთიერთობები, ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპებზე დაყრდნობით, წარმატებით ვითარდება. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, ვუზრუნველვყოთ ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოება სხვადასხვა სფეროში. რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის ხელისუფლებისა და ხალხის აქტიურ დახმარებას სახელმწიფო განვითარების პრობლემების გადაჭრაში", - წერია ვლადიმირ პუტინის მიმართვაში.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა 30 სექტემბერს ე.წ. გამარჯვებას აღნიშნავს