კაცი, რომელსაც ცოლი ცემაში ადანაშაულებს, "ოცნების" კოორდინატორის შვილია

16.08.21 15:21
კაცი, რომელსაც ცოლი ცემაში ადანაშაულებს, "ოცნების" კოორდინატორის შვილია

ტვ პირველის ინფორმაციით, 31 წლის კაცი, რომელსაც 22 წლის ქალი ცემაში ადანაშაულებს, სოფელ ციხისძირში ,,ქართული ოცნების" კოორდინატორის შვილია. სწორედ ამ გარემოებით ხნის მსხვერპლის ოჯახი, რომ არაერთი მტკიცებულების მიუხედავად, სავარაუდო დამნაშავე ისევ თავისუფალია.

"ტვ პირველის" კორესპონდენტი სოფელ ხიდისძირში სავარაუდო მოძალადის, არზუმან გასიმოვის, სახლშიც მივიდა. 31 წლის კაცი ადგილზე არ იმყოფებოდა. მამამისი, ფიზული გასიმოვი, კი ჩვენი გადამღები ჯგუფის მიმართ აგრესიით გამოირჩეოდა. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ფიზული გასიმოვმა გავლენიანი ნაცნობების შედეგად მის შვილს სასჯელი ააცილა და 31 წლის კაცი 3 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებინა. 

სავარაუდო მოძალადეს "ქართულ ოცნებას" კავშირები აქცს, მისი მამა მმართველი პარტიის ოფიციალური წარმომადგენელია და მისი იმედი აქვს არჩევნებზე. ოჯახმა სწორედ ხელისუფლებასთან კავშირები გამოიყენა, რომ ეს აღვირახსნილი ნაძირალა თავისუფალია და არის გარეთ"- აცხადებენ ოპოზიციაში. 

უმძიმესი ძალადობის შესახებ 22 წლის ქალმა დუმილი "პირველებთან" დაარღვია და თქვა, რომ 2 წლის განმავლობაში მას ქმარი სისტემატიურად უსწორდებოდა. ძალადობდა დედამთილიც. 

მსხვერპლ ქალს ჩაუტარდა ექსპერტიზაც. დადასტურდა, რომ მრავლობითი დაზიანებები სხეულზე ოჯახური ძალადობის შედეგია. მსხვერპლი ქალის ოჯახის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოქმედობაში ადანაშაულებენ. ისინი დღეს  შეიკრიბნენ მუხრანის პოლიციის განყოფილებასთან და დამნაშავეს დასჯა კიდევ ერთხელ მოითხოვეს.