ამ დრომდე უცნობია როდის დააბრუნებს ხელისუფლება ქაბულში ჩარჩენილ ქართველებს

16.08.21 15:36
ამ დრომდე უცნობია როდის დააბრუნებს ხელისუფლება ქაბულში ჩარჩენილ ქართველებს

ქაბულში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციასთან დაკავშირებით ოფიციალური თბილისი განცხადებას ავრცელებს. საქართველოს ხელისუფლების განმარტებით, უახლოეს საათებში ავღანეთის დედაქალაქში თვითმფრინავი ჩაფრინდება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დააბრუნებს.

აღნიშნული განცხადების მიუხედავად, საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩაფრენის ზუსტ დროს ვერ ასახელებს. 
ამასთანავე, საერთაშორისო მედიის ცნობით, ავღანეთის სამოქალაქო ავიაციის უწყება ავიაკომპანიებს ავღანეთის საჰაერო სივრცეში შესვლისგან თავის შეკავებას ურჩევს. მიზეზი - საფრთხეა. 

საერთაშორისო დარგის ექსპერტები და სპეციალისტები ხელისუფლებას უმოქმედობის გამო აკრიტიკებს. ისინი მთავრობას რეკომენდაციით მიმართავენ დახმარების თხოვნით პარტნიორ სახელმწიფოებს მიმართოს.  

რთული ვითარებაა. არ არის დაბნევის დრო და გაჯანჯლების, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს 22 ადამიანი, რომელიც დღეს ქაბულის ტერიტორიაზეა, სასწრაფოდ გამოემგზავროს იქიდან. რეგიონში ეს რეჟიმი არასტაბილურობის ერთ-ერთ კერად შეიძლება იქცეს, - ამბობს ექსპერტი. 

ამ დრომდე ქაბულის აეროპორტის ტერიტორიაზეა ათასობით ადამიანი, რომელთაც ავღანეთის დატოვება  სურთ. ნაწილი  აეროპორტამდე მისვლასაც კი ვერ ახერხებს. მათ შორის არიან ქართველებიც. ისინი აეროპორტიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით იმყოფებიან.
 

მსგავსი სიახლეები