ხმაური იუსტიციის უმაღლეს საბჭოში - მესამე სექტორის წარმომადგენლები სხდომაზე კვლავ არ შეუშვეს

30.09.24 18:04
ხმაური იუსტიციის უმაღლეს საბჭოში - მესამე სექტორის წარმომადგენლები სხდომაზე კვლავ არ შეუშვეს

უკევ მესამე თვეა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შესვლის და სხდომის გადაწყვეტილებების გაცნობის შესაძლებლობა არ აქვთ. 

დღესაც, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩანიშნულ სხდომაზე, სადაც ახლადარჩეულ მოსამართლეებს ფიცი უნდა დაედოთ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და “სასამართლოს გუშაგის“ წარმომადგენლები კვლავ არ შეუშვეს.

მესამე სექტორის წევრები ამბობენ, რომ რეალური მიზეზი არ არსებობს და ვერც ინფორმაციას იღებენ, რის გამო დაბლოკეს მათი მისვლა სხდომებზე.

მიზეზი არ არსებობს, იმიტომ რომ გვითხრეს, ეს იყო სხდომის მდივნის გადაწყვეტილება, თუმცა ეს არავის მოუწოდებია. გაწყვეტილებები მათ ვებგვერდზე იდება, არც სხდომაზე გვიშვებენ და საერთოდ, არანარი წყარო არ არსებობს, რითაც ინფორმაციას მივიღებთ“,- ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

რასაც ჰქვია, ინფორმაციის გამოტანას სხდომებიდან, როგორც ჩანს, ელემენტარული დისკომფორტის შექმნაც კი არ უნდათ იუსტიციის საბჭოს წევრებს, შესაბამისად სრულიად დახურეს სხდომები. საბჭო ალაგ-ალაგ დებს გადაწყვეტილებებს საიტზე, საია-მ 2023 წლის დეკემბერში გაასაჩივრა, მაგრამ 9 თვეა და ჯერ პროცესი არ ჩანიშნულა“, - ამბობს საიას წარმომადგენელი.

მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ სასამართლოს გავლენიანი ჯგუფი ცდილობს, სასამართლო სისტემა უფრო მეტად ჩაკეტილი გახადოს, რათა საზოგადოებამ არ მიიღოს ინფორმაცია მათი გადაწყვეტილების შესახებ. 

რატომ არ უშვებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს სხდომაზე- “პირველებმა“ ამის გარკვევა ახლადარჩეულ მოსამართლეებთანაც სცადა, თუმცა, მათ ამაზე პასუხი არ აქვთ და ამბობენ, რომ პროცედურულ საკითხებზე საბჭოს უნდა მიმართონ.