სიცოცხლისთვის საშიში კიდევ ერთი ადგილი - ტურისტის სიკვდილის შემდეგ, ოპოზიცია ხელს თბილისის მერიისკენ იშვერს
სიცოცხლისთვის საშიში კიდევ ერთი ადგილი თბილისში - მიწისქვეშა გადასასვლელში რუსი ტურისტის სიკვდილის შემდეგ ოპოზიცია ხელს დედაქალაქის მერიისკენ იშვერს. გახდა თუ არა მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა უბედური შემთხვევის მიზეზი? კადრებში, რომელიც ადგილიდან გავრცელდა, ჩანს, რომ ორი ქალი ერთმანეთს ტელეფონით ვიდეოებს უღებს, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მიწისქვეშა გადასასვლელში ვარდება. ტურისტი მოსკოვიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.