პარლამენტთან მოშიმშილე ერთ-ერთი შუქრუთელი შეუძლოდ გახდა - კაცი კლინიკაში გადაიყვანეს

30.09.24 20:34
პარლამენტთან მოშიმშილე ერთ-ერთი შუქრუთელი შეუძლოდ გახდა - კაცი კლინიკაში გადაიყვანეს

საქართველოს პარლამენტის წინ მოშიმშილე ერთ-ერთი შუქრუთელი შეუძლოდ გახდა და მედიკოსებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს - ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე ავრცელებს.

როგორც ნიკურაძე სოციალურ ქსელში წერს, კაცი ჰიპოგლიკემიური იყო და გონება დაკარგა.

სიცოცხლით და იუმორით სავსე გიორგი ცუდად გახდა. ლაპარაკიც უჭირდა გასინჯვის დროს. 39 ქონდა შაქარი რომ გაუზომეს. ცოტა ხნის მერე უკონტაქტო გახდა. საავადმყოფოში გადაიყვანეს", - წერს ჟურნალისტი.

ცნობისთვის, შუქრუთელები უკვე 190 დღეზე მეტია უწყვეტი პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან და კომპანია "ჯორჯიან მანგანეზისგან" მათთვის მიყენებული ზიანის სამართლიან ანაზღაურებას ითხოვენ. 

კერძოდ, შუქრუთელები ამბობენ, რომ "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები, ამიტომ ისინი ზარალის ადეკვატურ ანაზღაურებას მოითხოვენ, რომელიც სოფელს კომპანიის საქმიანობის შედეგად მიადგა.

უკვე 20 დღეზე მეტია რამდენიმე ადამიანი შიმშილობს, ხოლო 5 მათგანს პირი აქვს ამოკერილი.