მერაბ დვალიშვილი სახელმწიფოსგან მიღებულ მილიონს ქველმოქმედებაში დახარჯავს
მერაბ დვალიშვილი სახელმწიფოსგან მიღებულ მილიონს ქველმოქმედებაში დახარჯავს - ამის შესახებ საქართველოში ჩამოსულმა ჩემპიონმა ბრიფინგზე ისაუბრა.
იუეფსის ჩემპიონი აპირებს დიდი და მასშტაბური დარბაზის მშენებლობას, სადაც ქართველი ახალგაზრდები მოემზადებიან. დვალიშვილმა მშობლიურ ქვეყანაში ქამარი ჩამოიტანა და ლასვეგასის არენაზე მოპოვებული წარმატება ქართველ გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნა.
სპორტსმენმა მომავალში დაგეგმილი შეხვედრის შესახებაც ისაუბრა. ის დარწმუნებულია, რომ მეტოქეს დაამარცხებს.
ახლა ვნახე, რომ მოვდიოდი ინტერნეტში, რომ შევედი, ახლა დაანონსდა სახელმწიფომ მეც და ილიას გადმოგვცა მილიონი ლარი. რისთვისაც, ძალიან დიდი მადლობა. ამ თანხას სრულად გამოვიყენებ, რომ ეს ჩემი ქველმოქმედება, რაც მქონდა საქართველოში MMA-ის განვითარებისთვის. მინდა, რომ რეგიონებში და სოფლებში გავხსნა პატარა დარბაზები. ქველმოქმედება გავაკეთო, იქნება ჭიდაობის დარბაზები, სადაც ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება, რომ ივარჯიშონ'',- განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.