"ნაადრევია ამაზე საუბარი" - ჯანდაცვის მინისტრი სკოლაში სწავლებაზე

16.08.21 16:41
"ნაადრევია ამაზე საუბარი" - ჯანდაცვის მინისტრი სკოლაში სწავლებაზე

დაიწყება თუ არა სწავლა სკოლებში სექტემბერში ჯანდაცვის მინისტრი გადაჭრით ვერ პასუხობს. ეკატერინე ტიკაარძე ამბობს, რომ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. 

ჯერ ჩვენ უნდა დაველოდოთ, 4 სექტემბრისთვის რა მდგომარეობა გვექნება და იმის შემდეგ შემიძლია უკვე კონკრეტულად გითხრათ, თუ რა რეკომენდაციებს გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო. ამ ეტაპისთვის, მე ვთვლი, რომ ნაადრევია ამაზე საუბარი, - ამბობს ტიკარაძე.