კომისარიატის წერილი: არჩევნებში მონაწილეობა ბელგიაში მყოფ არცერთ ემიგრანტს საფრთხეს არ შეუქმნის
არასამთავრობო ორგანიზაცია ბელ-ჯეოს წევრი, მამუკა ჯუღელი სოციალურ ქსელში ბელგიის სამეფოს ღია წერილს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ბელგიის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ემიგრაციაში არალეგალურად იმყოფებიან, არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, საფრთხეს არ შეუქმნის.
მამუკა ჯუღელი ბელგიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ საკონსულო აღრიცხვაზე გამოცხადდნენ.
ბელგიაში მყოფი ემიგრანტებისვის - კომისარიატის წერილი, სადაც პირდაპირ და გარკვევით წერია რომ არჩევნებში მონაწილეობა არცერთ ემიგრანტს არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის!
ეს არის პირველი ოფიციალური დოკუმენტი, სადაც ბელგიის სამეფო საჯაროდ და ღიად ადასტურებს ამ ინფორმაციას.
ასე რომ დავირაზმოთ ყველა. ყველანი დავდგეთ აღრიცხვაზე!!!" - წერს მამუკა ჯუღელი.