შიმშილობის 31 დღე - აქციის მონაწილეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა
შიმშილობის 31 დღე - პარლამენტი ისევ მაღაროელების პროტესტის ეპიცენტრია. გვიან ღამით აქციის რამდენიმე მონაწილის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ მათ სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.
ამის მიუხედავად, მაღაროელები პროტესტს აგრძელებენ. დღეს 19:00 საათზე საკანონმდებლო ორგანოსთან მორიგი აქციაა ჩანიშნული. მაღაროელები იქ თანამოაზრეებს ელოდებიან.
გავითიშე, 29-მდე დამივარდა შაქარი, წამიყვანეს საავადმყოფოში. არ გავჩერებულვარ დიდხანს, მტოვებდნენ იქ რამდენიმე საათი, სრული გადასხმებისთვის საჭირო იყო, მაგრამ ნებაყოფლობით წამოვედი. სუსტად ვართ საერთო ჯამში ყველანი. შევეწირებით ამ საქმეს სანამ სამართალი არ გაიმარჯვებს, - ამბობს აქციის მონაწილე.
აქციის მონაწილეებს მესამე დღეა შეუერთდნენ ქალებიც. შუქრუთელების მოთხოვნა უცვლელია, ისინი "ჯორჯიან მანგანეზისგან" საკომპენსაციო თანხების ჩარიცხვას ითხოვენ, თუმცა კომპანია ამტკიცებს, რომ მათ ნაწილს თანხები უკვე ჩაურიცხეს და ამის დამადასტურებელი დოკუმენტიც აქვთ.
საპირისპიროს ამტკიცებენ აპროტესტის მონაწილეები და დახმარებას ამჯერად ხელისუფლებისგან ითხოვენ.