"არის ბანდფორმირებები, მარადიორობენ ჯგუფები" - საქართველოს მოქალაქის პირველი ინტერვიუ ქაბულიდან

16.08.21 17:19
"არის ბანდფორმირებები, მარადიორობენ ჯგუფები" - საქართველოს მოქალაქის პირველი ინტერვიუ ქაბულიდან

ქაბულში ჩარჩენილი ქართველების მდგომარეობა - „პირველებმა“ საომარი მოქმედებების ადგილიდან ყოფილი სამხედროს ინტერვიუ ჩაწერა. საქართველოს მოქალაქე ამბობს, რომ საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით ამ დრმდე ინფორმაცია აქვთ. მისი თქმით, მთავარი სირთულე აეროპორტამდე მისვლაა, რადგან ავღანეთის დედაქალაქი ბანდფორმირებებით და მოროდიორებით არის სავსე და ყველა იარაღით გადაადგილდება. 

საქართველოს მოქალაქე ამბობს, რომ აეროპოტამდე მისვლა მხოლოდ სამხედროების თანხმლებით არის შესაძლებელი. 

ქაბულში ვარ ახლა ამჯამად, ავღანეთის დედაქალაში ჩემს მეგობრებთან ერთად. ზუსტ ლოკაციას ვერ გეტყვით გარკვეული მიზეზების გამო. რომ ვთქვა, ზუსტი ინფორმაცია რას ვაპირებთ, როდის მოვდივართ, ასეთი ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს ჩვენ, იმიტომ, რომ თურქებისგან არ გვქვს დადასტურება, რომისინი განახორციელებენ ჩვენს ევაკუაციას სამხედრო კონორით. ვცდილობთ გავიდეთ კავშირზე, მაგრამ ვერ გავდივართ. ჩვენთან უნდა გამოიგზავნოს ქართული პორტი, თვითმფრინავი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენ მივიდეთ აეროპორტამდე, ვერ მივდივართ აეროპორტამდე. არა მარტო თალიბები, თითქმის ყოველი მეორე მოძრაობს იარაღით, არის ბანდფორმირებები, მარაიდორობენ ჯგუფები და არ არის გამორიცხული მათგან ადამიანის გატაცება. მე ვთვლი, რომ მათი სამხედროების გაცილების გარეშე იქნება ტყუილის რისკი რომ ჩვენმ ვეცადეთ მივაღწიოთ აეროპორტამდე. ჩემი ჩათვლით 16 ვართ ამ ბაზაზე, 6 კაცი ჩვენი მეგობრეი არიან მეორე ბაზაზე, რომელიც აეროპორტთან შედარებით ახლოს არის და მათ აქვთ შესაძლებლობა საკუთარი საშუალებებით შევიდნენ აეროპორტშ, მაგრამ ჩვენ ვართ დაახლოებით 10 კილომეტრში აეროპორტიდან. შეიძლება გამოგვიშვან, მაგრამ თითოეული ადამიანისგან მოითხოვონ მსხვილი თანხა, დაახლოებით 50 ათასი დოლარი, - ამბობს საქართველოს მოქალაქე.