ავარიას გურიაში მსხვერპლი მოჰყვა - დაღუპულთა შორის ერთი პოლიციელია
ავარია გურიაში - ოზურგეთში, სოფელ ნაგომარში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც.
ერთ- ერთი დაღუპული პოლიციის თანამშრომელია.
თვითმხილველების თქმით, ორი საპირისპიროდ მიმავალი ავტომობილი ერთმანეთს ცენტრალურ გზაზე შეეჯახა.
ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები და სამართალდამცველები მუშაობენ.