ტოკიოში დაკავებული ქართველი პარალიმპიელი ზვიად გოგოჭურია

16.08.21 18:35
ტოკიოში დაკავებული ქართველი პარალიმპიელი ზვიად გოგოჭურია

ტოკიოში დაკავებული ქართველი პარალიმპიელი ზვიად გოგოჭურია - სპორტსმენს სასტუმროს დაცვის თანამშრომლის ცემას ედავებიან. 

როგორც ირკვევა, ნაკრების ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც სხვა წევრები იზოლაციაში გადაიყვანეს. სასტუმროში მყოფები კი დაცვის თანამშრომელმა გააფრთხილა, რომ დაეცვათ წესრიგი. სწორედ ამან გააღიზიანა საქართელოს ძიუდოისტთა ნაკრების ერთ-ერთი წევრი, რომელიც დაცვის თანამშრომელს თავს დაესხა. ადგილობირვი მედიის ინფორმაციით, 60 წლამდე მამაკაცს მრავლობითი დაზიანება აქვს. ძალადობაში დადანაშაულებული სპორტსმენი კი პარალიმპიადაზე მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.