შუქრუთელები ივანიშვილის ბიზნესცენტრთან საპროტესტო აქციას მართავენ
შუქრუთელები ოლიგარქი ივანიშვილის ბიზნესცენტრთან საპროტესტო აქციას მართავენ- აქციის ამსახველ კადრებს მაუწყებელი ავრცელებს.
ადგილზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.
ცნობისთვის, შუქრუთელები უკვე 190 დღეზე მეტია უწყვეტი პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან და კომპანია "ჯორჯიან მანგანეზისგან" მათთვის მიყენებული ზიანის სამართლიან ანაზღაურებას ითხოვენ.
კერძოდ, შუქრუთელები ამბობენ, რომ "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები, ამიტომ ისინი ზარალის ადეკვატურ ანაზღაურებას მოითხოვენ, რომელიც სოფელს კომპანიის საქმიანობის შედეგად მიადგა.
უკვე 20 დღეზე მეტია რამდენიმე ადამიანი შიმშილობს, ხოლო 5 მათგანს პირი აქვს ამოკერილი.