თელ-ავივში მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაშავდა

02.10.24 00:41
თელ-ავივში მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაშავდა

თელ-ავივში მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაშავდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ისრაელში საქართველოს საელჩოში შევიდა.

მიმდინარეობს ოფიციალური არხებით გადამოწმება. ამ ეტაპზე მხოლოდ  საქართველოს ერთი მოქალაქის დაჭრის შესახებ შეგვიძლია ინფორმაციის დადასტურება”,- აცხადებენ უწყებაში.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.