სპეცოპერაცია თბილისის ღამის კლუბებში - გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 10 პირზე მეტი
თბილისში, რამდენიმე ღამის კლუბში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, სპეცოპერაცია უცხო ქვეყნისმოქალაქეებისთვის თანხის გამოძალვას უკავშირდება.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 10-ზე მეტი პირი.