სპეცოპერაციების სერია ღამის კლუბებში - ცნობილია, რას ედავებიან დაკავებულ 14 პირს

02.10.24 10:00
სპეცოპერაციების სერია ღამის კლუბებში - ცნობილია, რას ედავებიან დაკავებულ 14 პირს

ახალი დეტალები თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ - ოფიციალური ინფორმაციით, თაღლითობის და გამოძალვის ბრალდებით, 14 პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, სპეცოპერაცია გვიან ღამით 5 ღამის კლუბში ჩატარდა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები სხვადასხვა ძალადობრივი მეთოდით, უცხო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თაღლითურად, თანხებს სძალავდნენ.

„დაკავებულია თაღლითობის და გამოძალვის ბრალდებით 14 პირი. გაგრძელდება დაკავებები. გამოძიების პროცესში შეიძლება კიდევ გამოიკვეთოს ახალი ფიგურანტები. ეს მოქალაქეები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თაღლითურად სძალავდნენ ფსიქოლოგიური და სხვადასხვა ძალადობრივი მეთოდებით თანხებს,“ - განაცხადა კუპატაძემ.