მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან 42 უცხოელი გააძევა - შსს

02.10.24 11:07
მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან 42 უცხოელი გააძევა - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გასულ თვეში სხვადასხვა ქვეყნის 42 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

ოფიციალური ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იძულების წესით გააძევეს.

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე ქვეყნიდან გავაძევეთ - თურქმენეთის, ერაყის, თურქეთის, ინდოეთის, ირანის, ნიგერიის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, რუსეთის, იორდანიისა და პაკისტანის, ჯამში 42 მოქალაქე. 

გაძევებულთა შორის არიან პირები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ჩართული იყვნენ სხვადასხვა სახის ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება" - აცხადებს შსს.