პირველი ინტერვიუები საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც თელ-ავივში მომხდარ ტერაქტს გადაურჩნენ

02.10.24 13:57
პირველი ინტერვიუები საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც თელ-ავივში მომხდარ ტერაქტს გადაურჩნენ

პირველი ინტერვიუები საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც თელ-ავივში მომხდარ ტერაქტს გადაურჩნენ.

ემიგრანტები "პირველებს " უყვებიან, რომ თელ-ავივში საჯარო თავშეყრის ადგილებში ეერთდროულად რამდენიმე ადგილზე განხორციელდა.  ეპიცენტრი იყო ქალაქის მთავარი გამზირი, სადაც შეიარაღებული პირები უმისამართოდ ისროდნენ.

ასევე ემიგრანტების თქმით, მატარებელში ხალხი დახოცვის შემდეგ, ტერორისტებმა დანით დაჭრეს რამდენიმე ადამიანი. 

საქართველოს მოქალაქეების მონაყოლის თანახმად, რამდენიმე ემიგრანტმა, ტერაქტის ეპიცენტრიდან გამოქცევა შეძლო. 

სამსახურიდან 7 საათისთვის გამოვედი, ტერქტის ეპიცენტრთან ძალიან ახლოს, 200-300 მეტრში, პარალელურ ქუჩაზე ვიყავი, როცა ეს საშინელება მოხდა. 

ტერორისტები მატარებლის ვაგონში იყვნენ, მას შემდეგ რაც ტრანსპორტი გაჩერდა, დაიწყეს ვაგონშიც სროლა, შემდეგ უკვე სადგურის ტერიტორიაზე მოფი ხალხი გახდა მათი სამიზნე. ეს იყო მთავარი ტერაქტი, შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ქართველია. 

ამის შემდეგ, მეტროსადგურიდან ზუსტად ორ გაჩერებაში, კიდევ ერთი ტერორისტული აქტი მოხდა, სადაც უკვე ადამიანები დანით დაჭრეს. ორი ადამიანი დავინახე საკაცეზე"- ამბობს თვითმხილელი.