სამი მოკლული და ორი დაჭრილი - ახალი დეტალები წინანდლის ტყეში მომხდარ სისხლიან დაპირისპირებაზე
ახალი დეტალები ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმის ზვიად ზვიადაურისა და მისი მეგობრების მკვლელობის შესახებ.
ერთ-ერთი დაუდასტურებელი ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის არის პირი, რომელმაც ზვიადაურს და მის მეგობრებს ცეცხლი გაუხსნა.
ადგილობრივების მონაყოლის თანახმად, მომხდარის შედეგად დაჭრილია 2 პირი.
არსებული ინფორმაციით, წინანდალში მდებარე ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტტზე ე.წ. გარჩევა მოხდა. კონფლიქტში მონაწილე პირებმა კი ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს.
ასევე დაუდასტურებელი ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ოლიმპიური ჩემპიონი თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა და ინცინდენტის შემდეგ ერთ-ერთი დაჭრილი საავადმყოფოში საკუთარი ავტომობილით გადაიყვანა.
სისხლიანი გარჩევა კახეთში მოხდა. თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სამი გარდაცვლილი ცოტა ხნის წინ შეიყვანეს.