სისხლიანი ანგარიშსწორება წინანდალში - შსს-მ გამოძიება დაიწყო

16.08.21 21:55
სისხლიანი ანგარიშსწორება წინანდალში - შსს-მ გამოძიება დაიწყო

სისხლიანი გარჩევა წინანდალში - შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

გომელაურის უწყება მომხდარ ფაქტზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით აწარმოებს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

წინანდალში მკვლელობა საღამოს მოხდა. მოკლულია სამი პირი, მათ შორის ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმაა. 

არსებული ინფორმაციით, ორმხრივი სროლის შედეგად დაჭრილია ორი პირი.