ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ დამატებითი უბნები არ გაიხსნება - სააპელაციომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

02.10.24 17:57
ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ დამატებითი უბნები არ გაიხსნება - სააპელაციომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ დამატებითი უბნები არ გაიხსნება - თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს უარის შემდეგ, საზღვრებს ფარგლებს მყოფი ემიგრანტებისთვის დამატებითი უბნების გახსნაზე სამართლებრივ დავას ქართული ოპოზიცია აწარმოებდა.

თუმცა რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ მეორე ინსტანციის სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 

კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია საზღვარგარეთ, 42 ქვეყანაში, მხოლოდ 60 საარჩევნო უბანს გახსნის.