საგამოძიებო მოქმედებები კახეთში - დედოფლისწყაროში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო დედოფლისწყაროში მომხდარ ფაქტს სწავლობს - რამდენიმე საათის წინ მუნიციპალიტეტში 32 წლის კაცის ცხედარი იპოვეს.
მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "პირველებს" განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
ერთ-ერთი დაუდასტურებელი ინფორმაციით, მამაკაცს საკუთარ სახელზე რეგისტრირებული იარაღი გაუვარდა. მიყენებული ჭრილობა კი სიცოცხლისთვის შეუსაბამო აღმოჩნდა.
მომხდარის ზუსტ მიზეზებს გამოძიება ადგენს.