გახარიას და მის გუნდს ძალოვანები უთვალთვალებენ

17.08.21 10:21
გახარიას და მის გუნდს ძალოვანები უთვალთვალებენ

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, კახაბერ ქემოკლიძე, სოციალურ ქსელში განცხადებას და ფოტო-ვიდეო მასალას ავრცელებს.

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას, თანაგუნდელი აცხადებს, რომ თელავსა და გურჯაანში პარტიული ოფისების გახსნაზე ოპერატიული ჯგუფი მათ უთვალთვალებს.

ესე იგი ერთი საინტერესო დაკვირვება გავაკეთე ბოლო 48 საათში (ინსტინქტები მაინც რა ფენომენია, ვერ ვეშვები გუშინ და გუშინწინ ბ-ნი გახარია, ისევე როგორც მე, ვიყავით თელავსა და გურჯაანში პარტიული ოფისების გახსნის და რიგ ლოკაციებზე მხარდამჭერებთან შეხვედრის მიზნით - ერთი შეხედვით უმტკივნეულო პოლიტიკური პროცესის რიგითი 2 დღე...
თუმცა ეს „ჯადოსნური“ ორი დღე კვლავაც (ძალიან სამწუხაროდ) გამოირჩა ჩემთვის ძვირფასი ძალოვანი უწყებების განსაკუთრებული მობილიზებით. ესე იგი თელავში დავთვალეთ 5-6 ოპერატიული ჯგუფი (სუს/საპატრულო + შესაძლოა კრიმ.-პოლიცია), ხოლო გურჯაანში 2 ან 3 (შეიძლება მეტიც), რომლებიც დაგვყვებოდა (იხილეთ ფოტო/ვიდეო მასალა / 14-15 აგვისტო/თელავი-გურჯაანი)
მეგობრებო, ვინ-ვინ და მე ყველაზე უკეთ, ვიცი თუ რას გრძნობს გულში ღირსეული ოფიცერი, მაშინ როდესაც სულელურ და არაფრის მომცემ დავალებას გაძლევენ და რაღაც გაუგონარი „არგუმენტაციით“ ცდილობენ რომ გონებაში „გაგიპრავონ“ ამ დავალების შესრულების აუცილებლობა. ამიტომ ფიგურალურად იმ ხალხზე ვინც დაგვყვებოდა საერთოდ არ გავბრაზებულვართ და არც გავბრაზდებით. დარწმუნებული ვარ ეს ადამიანები გულში იმას ფიქრობენ, რომ ამის ნაცვლად ნეტა რამე სერიოზული, სახელმწიფოსთვის სასარგებლო, თუნდაც რისკის შემცველი საქმე გააკეთებინოს უფროსობამო... ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს...
პრობლემა პოლიტ. ხელმძღვანელობაშია, რადგან მაშინ როდესაც საქართველოს უდიდესი უსაფრთხოების რისკები აქვს კარზე და შინაც (მაგ.: ორი ოკუპ რეგიონი, შიგნით ორი (მე-4 და მე-7) რუსული სამხედრო ბაზა, დიდი რაოდენობა FSB და GRU-ს დანაყოფები, კონსტრსადაზვერვო დიდი რისკებით გაჯერებული ზონები, თავისი „აქტიული“, „პასიური“, "გავლენის" და "მძინარე" აგენტურის ქსელებით, ამას ზემოდან დამატებული ე.წ. ტრანზიტული ჯაშუშური კვეთები. კრიმინალის და მართლწესრიგის დაცვის რისკებზე აღარაფერს ვამბობ...) ზემოხსენებული ოპერატიული რესურსი (სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული) არ უნდა სცდებოდეს გახარიას თელავსა და გურჯაანში საარჩევნო შეხვედრებზე. ეს არის უბრალოდ სამწუხარო, დიდი სირცხვილი და ფულის, დროის და ოპერატიული რესურსების უაზროდ ფლანგვა... ამიტომ, მეგობრებო იცოდეთ, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ვხედავთ და უკვე ვრეაგირებთ!",- წერს ქემოკლიძე.

მსგავსი სიახლეები