14 წლის გოგო მეათე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა - სამხატვრო აკადემიის ეზოში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

02.10.24 20:45
14 წლის გოგო მეათე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა - სამხატვრო აკადემიის ეზოში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

 

სამხატვრო აკადემიის პირველკურსელების წვეულების ტრაგიკული დასასრული - 14 წლის მოზარდი შენობის მე-10 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. აკადემიის ეზოში შეკრებილმა სტუდენტებმა დაინახეს, როგორ ვარდებოდა შენობის 10-ე სართულიდან არასრულწლოვანი.

ცნობილია, რომ სკოლის მოსწავლე  წვეულებაზე  შეპარული იყო და ახლგაზრდების შეკრებას არც ერთი ლექტორი არ ესწრებოდა. საგამოძიებო მოქმედებები აკადემიაში ამ დრომდე მიმდინარეობს. გამოძიება კი თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის დაწყებული.

რა მოხდა სამხატვრო აკადემიის 10 სართულიან კამპუსში? - დეტალები იხილეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.