სპეცოპერაცია თბილისის 5 კლუბში - ძარცვის სქემა გაშიფრულია

02.10.24 20:40
 სპეცოპერაცია თბილისის 5 კლუბში - ძარცვის სქემა გაშიფრულია

 

უცხოეთის მოქალაქეების ძარცვის კარგად შემუშავებული სქემა გაშიფრულია - სპეცოპერაცია თბილისის 5 კლუბში ერთდროულად ჩატარდა. დაკავებული არიან კლუბების მენეჯერები და თანამშრომლები, რომლებიც სტუმრებს ფულს სძალავდნენ. ისინი უცხოეთის მოქალაქეებს შეუსაბამო თანხებს ახდევინებდნენ. ვინც უარს ამბობდა, ოთახში კეტავდნენ და ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ. ახლა 15 დაკავებული სასამართლოს ელოდება, თუმცა გომელაურის უწყება არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულთა წრე კიდევ გაიზარდოს.

როგორ მუშაობდა უცხოეთის მოქალაქეების ძარცვის კარგად შემუშავებული თაღლითური სქემა? - დეტალები ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.