ტერორისტების ქართველი მსხვერპლი - უმძიმესი დღე ისრაელში

02.10.24 20:29
ტერორისტების ქართველი მსხვერპლი - უმძიმესი დღე ისრაელში

ტერორისტების ქართველი მსხვერპლი. 44 წლის ილია ნოზაძე თავდამსხმელებმა იმ დროს დაცხრილეს, როდესაც ის  მატარებელით სამსახურიდან ბრუნდებოდა.  სამი ტყვიით დაჭრილი ქართველის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გადრაიცვალა. დაჭრილია კიდევ ერთი ქართველი, რომელიც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. თელავივსა და იერუსალიმში მომხდარ ტერაქტებს სულ 7 ადამიანი ემსხვერპლა. 

გუშინ ისრაელში უმძიმესი დღე იყო.  ტერაქტების პარალელურად ირანმა მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა ქვეყნის ქალაქებზე. ასეთი  შტურმი თითქმის ერთწლიანი კონფლიქტის   მანძილზე არ ყოფილა. ისრაელის მიმართულებით ასობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. ახლა რეგიონში უკიდურესად დაძაბული ვითარებაა. ისრაელი საპასუხო ზომებისთვის ემზადება.  ამერიკა თელავივს დახმარებას პირდება, ირანი კი ამერიკული ბაზების დაბომბვით იმუქრება.

დეტალები ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.