ირანი რეგიონში საკუთარი პოზიციების წინ წამოწევას ცდილობს - კობერიძე

02.10.24 22:39
ირანი რეგიონში საკუთარი პოზიციების წინ წამოწევას ცდილობს - კობერიძე

საერთაშორისო ურთიერთობები ექსპერტი, გიორგი კობერიძე პირველ ოქტომბერს, ირანის მიერ ისრაელის ბალისტიკური რაკეტებით დაბომბვას ეხმაურება და "საჯარო პოლიტიკის" ეთერში აცხადებს, რომ გუშინდელი შემთხვევა დასტური იყო იმისა, რომ ირანი რეგიონში საკუთარი პოზიციების წინ წამოწევას ცდილობს.

გიორგი კობერიძის განმარტებით, რეგიონში უპირატესობის მოსაპოვებლად ირანი, საუდის არაბეთი და თურქეთი იბრძვის, თუმცა გეოპოლიტიკურ ჯახში ირანი ლიდერობს.

ირანი გეოპოლიტიკურად ცდილობს თავისი პოზიციების წინ წამოწევას რეგიონში. ეს არ დაწყებულა გუშინ, 1979 წლის შემდეგ ეს მიმდინარეობს.  ყოველწლიურად ასობით მილიონს ხარჯავს ირანი რეგიონში დომინაციისთვის და ეს გეოპოლიტიკური ჯახი, რეგიონში უპირატესობის მოსაპოვებლად, რეალურად 3 სახელმწიფოს შორის მიმდინარეობს. ეს არის საუდის არაბეთი, ირანი და თურქეთი. მაგრამ სამივეს, საბოლოო ჯამში, ინტერესები იკვეთება ისრაელში. ირანი ლიდერობს ამ მიმართულებით და ცდილობს, ისრაელის საკითხის წინ წამოწევით თავისი პოზიციები გაამყაროს რადიკალებში", - ამბობს გიორგი კობერიძე.

პირველ ოქტომბერს ირანმა ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით შეტევა დაიწყო. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით , ირანმა ისრაელს 180-დან 200-მდე რაკეტა ესროლა.