პროტესტის 33-ე დღე - შუქრუთელებმა პარლამენტთან დანგრეული სახლების ფოტოები მიიტანეს

03.10.24 11:59
პროტესტის 33-ე დღე - შუქრუთელებმა პარლამენტთან დანგრეული სახლების ფოტოები მიიტანეს

პროტესტის 33-ე დღე - შუქრუთელებმა პარლამენტთან ფოტოები მიიტანეს, სადაც ჩანს დანგრეული სახლები და ის უზარმაზარი ნაპრალები, რაც სოფელშია გაჩენილი. 

ჭიათურიდან თბილისში ჩამოსულები ამბობენ, რომ ხელისუფლებას მათი ხმა არ ესმის.

33 დღეა ეს ბიჭები შიმშილობენ და ისეთი განცდა მებადება, რომ ვიღაცას უნდა, რომ ჩვენ მოვკვდეთ და საერთოდ არაფერი პასუხისმგებლობა არ აიღოს საკუთარ თავს. თაობები რომ ქმნის რაღაც ქონებას მომავლისათვის და ვიღაც რომ გამოვა და 50 ათას ლარს, თუნდაც 80 ათასს და გეუბნება, რომ ეს არის ის შეფასება, რაც შენი ქონება ღირს, ამაზე მეტი სამწუხარო არაფერია. ერთ ლარად და 80 თეთრად რომ შეაფასეს მიწები, ამაზე რა პასუხს გაგვცემენ?"- ამბობს პროტესტის მონაწილე. 

შუქრუთის მოსახლეობა, უკვე თვეზე მეტია დახმარებას საკანონმდებლო ორგანოსთან ითხოვს.  მოშიმშლე და პირამოკერილ ადამიანებთან შესახვედრად, "ოცნების" არც ერთი ლიდერი არ გამოჩენილა. მოქალაქეები ამბობენ, რომ კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" საქმიანობის გამო, სახლები ენგრევათ და თუ შესაბამისი ოდენობის კონპენსაციებს არ გადასცემენ, თავშესაფრის გარეშე დარჩებიან.