ქართველი მოჭიდავეები ვლადიკავკაზის ტურნირზე - ჭიდაობის ფედერაცია ამტკიცებს, რომ საქმის კურსში არ იყო
როგორ მოხვდნენ ქართველი მოჭიდავეები ვლადიკავკაზის ტურნირზე, სადაც სპორტსმენები აფხაზეთის და სამხერთ ოსეთის სახლითაც ასპარეზობდნენ? ჭიდაობის ფედერაცია ირწმუნება, რომ თავად საქმის კურსში საერთოდ არ არიან, არც მოწვევა მიუღიათ ტურნირზე და არც მათი თანხმობით წასულა ვინმე საასპარეზოდ.
არ არის გამორცხული, ქართველი მოჭიდავეების საქმეზე სადისციპლინო კომისიამაც იმსჯელოსს. ვლადიკავკაზში ჩატარებული შეჯიბრებების სარეიტინგო ცხრილში აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ცალკე სახელმწიფოებად არის მოხსენიებული ისევე, როგორც ანექსირებული ყირიმი.
ჩვენც ახლა გავეცანით მაგას, როდესაც დაიდო შედეგები. ფედერაცია არ იყო საქმის კურსში ჩაყენებული, ფედერაციაში არ მოსულა არანაირი მოწვევა მაგ ტურნირზე. ფედერაციიდან არავინ დაფინანსებულა და ფედერაციის თანხმობით არავინ წასულა. ესენი არ არიან მოქმედი ნაკრების წევრები, ესენი არიან უბრალოდ მოჭიდავეები, რომლებიც, სავარაუდოდ, ან თვითნებურად, ან პირადი მწვრთნელის ინიციატივით წავიდნენ. ვარკვევთ ჩვენ და იმსჯელებს მერე სადისციპლინო კომისია, რა გადაწყვეტილება მიიღოს, - ეუბნებიან "პირველებს" ფედერაციაში.