ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კომპანია Wizz Air-ის დაგეგმილი ფრენების ნაწილი გაუქმდა

03.10.24 19:18
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კომპანია Wizz Air-ის დაგეგმილი ფრენების ნაწილი გაუქმდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კომპანია Wizz Air-ის დაგეგმილი ფრენების ნაწილი გაუქმდა - ამის შესახებ Facebook-ზე, ჯგუფ "მოგზაურთა კლუბში" წერენ.

როგორც სოციალური ქსელის მომხმარებლები აღნიშნავენ, Wizz Air-მა ფრენები ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გააუქმა. 

მოქალაქეების ცნობით, ავიაკომპანიის მიერ ფრენების გაუქმების მიზეზი, სავარაუდოდ, ტექნიკური ხარვეზია. 

ამბობენ სისტემური ხარვეზიაო" - წერს მოქალაქე. 

"მოგზაურთა კლუბის" წევრების ნაწილი იმასაც აღნიშნავს, რომ Wizz Air-მა ფრენების გაუქმების სანაცვლოდ, თანხის უკან დაბრუნება შესთავაზა.