ბექა ჯაიანს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება - კესარია აბრამიძის ოჯახი უვადო პატიმრობას ითხოვს
კესარია აბრამიძის ოჯახი სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას აანონსებს. ეს იმ შემთხვევაში, თუ ტრანსგენდერი ქალის მკვლელობაში ბრალდებულს შეურაცხადად მიიჩნევენ და ციხის ნაცვლად სამკურნალოდ გაამწესებენ.
სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დასკვნა 20 დღის ვადაში უნდა დადოს. აბრამიძის ახლობლები დარწმუნებული არიან, რომ მკვლელობა ბექა ჯაინმა გაცილებით ადრე დაგეგმა და სისრულეშიც საღ გონებაზე მოიყვანა.
ახლა ექსპერტებმა თქვან, როგორია ბრალდებულის მდგომარეობა ახლა და როგორი იყო, მაშინ, როდესაც მსხვერპლს 18 ჭრილობა დანით მიაყენა. სწორედ ექსპერტების დასკვნაზე იქნება დამოკიდებული, შეუმსუბუქდება თუ არა სასჯელი ტრანსგენდერი ქალის მკვლელობისთვის დაკავებულ ბექა ჯაიანს.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.