გაუქმებულ ფრენებთან დაკავშირებით, WizzAir მომხმარებელს მიმართავს

03.10.24 21:23
გაუქმებულ ფრენებთან დაკავშირებით, WizzAir მომხმარებელს მიმართავს

ავიაკომპანია WizzAir სისტემაში ჯავშნების მასობრივ გაუქმებასთან, ან ცვლილებებთან დაკავშირებით მომხმარებლებს აფრთხილებს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ,  ვებ-გვერდს ჯავშნების სისტემაში ტექნიკურ ხარვეზი აქვს.

ძვირფასო მომხმარებლებო, ამ მომენტისთვის ტექნიკურ პრობლემას განვიცდით, რომელიც ჩვენი ჯავშნების სისტემაზე ახდენს გავლენას. შედეგად, აპლიკაციაში ან ვებგვერდზე გაკეთებულ ჯავშანში შესაძლოა ცვლილებები შეამჩნიოთ ან ამასთან დაკავშირებული შეტყობინებები მიიღოთ.

გთხოვთ, უგულებელვყოთ ეს ცვლილებები და დარწმუნებული იყავით, რომ როგორც კი პრობლემა მოგვარდება, მაშინვე შეგატყობინებთ.

ჩვენი გუნდი გულმოდგინედ მუშაობს პრობლემის მოსაგვარებლად და დაზარალებული ფრენების აღსადგენად,” - ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ, Facebook-ზე, ჯგუფ "მოგზაურთა კლუბში" წერდნენ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კომპანია Wizz Air-ის დაგეგმილი ფრენების ნაწილი გაუქმდა.

სოციალური ქსელის მომხმარებლები აღნიშნავდნენ, Wizz Air-მა ფრენები ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გააუქმა.