საქართველოში არსებული წინასაარჩევნო რეალობა პოზიტიური შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა- ნონა ქურდოვანიძე

04.10.24 13:41
საქართველოში არსებული წინასაარჩევნო რეალობა პოზიტიური შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა-  ნონა ქურდოვანიძე

უმკაცრესი გზავნილი ევროსაბჭოდან - "საიას" აღმასრულებელი დირექტორი ნონა ქურდოვანიძე საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიმართ ძალადობის ცალკეულ დარღვევებზე ამახვილებს ყურადღებას.

ქურდოვანიძის თქმით, სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების განცხადება იმის გამოძახილია, რომ საქართველოში არსებული წინასაარჩევნო რეალობა პოზიტიური შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა.

ასეთი მწვავე განცხადებები ბოლო დროს უფრო და უფრო ხშირად ისმის, რაც არის იმის გამოძახილი, რომ სამწუხაროდ, საქართველოში არსებული რეალობა არ იძლევა იმის პოზიტიური შეფასების შესაძლებლობას, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, წინასაარჩევნო კამპანიაზე შეიძლება ახლა საუბარი.  დარღვევებს, რომელსაც ჩვენ, ამ დროისთვის ვაფიქსირებთ, ეს უკავშირდება, როგორც ძალადობის ცალკეულ ფაქტებს, რომელის ხდება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიმართ, ეს უკავშირდება ასევე სამსახურიდან უკანონო გათავისუფლების ფაქტებს, სხვა ტიპის დარღვევებს, რომელიც უარყოფითად აისახება საარჩევნო გარემოზე. იგულისხმებიან, სხვადასხვა დაწესებულებაში დასაქმებული ადამიანები, რომელთა გამოყენებაც ხდება საარჩევნო მიზნებისთვის", - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ. 

"ოცნება არჩევნების მოსაპარად ემზადება" - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის წევრებმა გუშინ უმძიმესი განცხადება გამოაქვეყნეს. ევროსაბჭოს დამკვირვებლები პირდაპირ ამბობენ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ არის,  ხელისუფლება კი ოპოზიციის წინააღმდეგ ძალადობრივ კამპანიას აწარმოებს. მათ მიაჩნიათ, რომ ასეთ ვითარებაში, არჩევნების შედეგებს საერთაშორისო აღიარება არ ექნება.