საგანგაშო მდგომარეობა ბოლნისში - ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ

04.10.24 13:55
საგანგაშო მდგომარეობა ბოლნისში - ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ

ჩანგრეული ხიდი და დანგრეული გზები - ბოლნისის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ფოლადაურის მოსახლეობა, უკვე ოთხი თვეა ელოდება, რომ მწყობრიდან გამოსული ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება, თუმცა უშედეგოდ.

განადგურებულია მოსახლეობამდე მისასვლელი ცენტრალური ხიდი, რომელიც ძლიერი წვიმის შემდეგ მოვარდნილმა წყალმა წაიღო. უგზოობის გამო მოსახლეობამდე ვერ მიდის ვერც სასწრაფო დახმარების მანქანა.

ადგილობრივების თქმით, ავადმყოფების მიყვანა, სასწრაფო დახმარების მანქანამდე, სატვირთოებით უწევთ.

4 თვეა, ხიდი ჩაინგრა, არაერთხელ შევიკრიბეთ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს მივმართეთ, დაპირება დაპირებად რჩება. რამდენიმე თვეა, რთულ პირობებში ვცხოვრობთ, წინ უამინდობა და ზამტარია, როგორ უნდა გავძლოთ ასე“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მარტო საარჩევნო ხმებისთვის დადიან, ისე არავის ვახსოვართ, შუქი არ გვაქვს, წყალი არ გვაქვს, შეშის მოსატანად ტყეში რომ წავალთ, იმაზეც გვიჭერენ და გვაჯარიმებენ“,- ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.

4 თვეა, ფოლადაურის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, თუმცა მათი ხმა არავის ესმის.