5 წლიანი ტყვეობის საფრთხე რუსული ოკუპაციის გაპროტესტების გამო - რა ჩანს კადრებში
ხუთწლიანი პატიმრობის საფრთხე რუსული ოკუპაციის გაპროტესტების გამო - რუსული პროპაგანდისტული მედია აქვეყნებს კადრებს, სადაც ჩანს, რის გამო დააკავეს სოფელ პატარა მეჯვრისხევის ორი მკვიდრი.
ვიდეოში ჩანს, რომ სერგო მერაბაშვილი და იასონ გენგიურისაქართველოს მიტაცებულ მიწებზე აღმართული ეგრედწოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის ჩამოხსნას ცდილობდნენ. სწორედ ამ ფორმით გამოხატავნდნენ მამაკაცები საკუთარ პროტესტს უსასურულო ოკუაპაციის წინააღმდეგ.
სოფელ პატარა მეჯვრისხევში კი გამყოფ ხაზთან არსებულ რთულ ვითარებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ბოდიშს არავის მოუხდიან, რადგან ადგილობრივების თქმით, ბოდიში საოკუპაციო რეჟიმს "აქით აქვს მოსახდელი"
რა საცოდაობაა, 5 წელი უნდა მოიხადოს? დედამისი ავადმყოფი ქალია, ვერ დადის, აქ ცხოვრობს, სახლიდანაც ვერ გამოდის. აი რაზე უნდა მოვუხადოთ ბოდიში? ბოდიში მოსახდელი იმათ აქვთ, ჩვენ კი არა", - ამბობს ადგილობრივი.
ჩვენი საძოვრები იყო სულ, ახლა სადღა არის, ვინღა გვიშვებს. მიტაცებული აქვთ ყველაფერი. მთავრობა არაფერ ყურადღებას არ გვაქცევს", - სოფელ პატარა მეჯვრისხევის მკვიდრი.
რუსულ ტყვეობაში ჩავარდნილ საქართველოს ორ მოქალაქეს ახლა ხუთწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. სოფელ პატარა მეჯვრისხევში მაცხოვრებელი ორი მამაკაცი 16 სექტემბერს დააკავეს, ახლა მათ ორ თვიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი, თუმცა ეგრედწოდებული უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ქართველ ტყვეებს რუსული კანონებით უპირებენ გასამართლებას.
სუს-ი ირწმუნება, რომ საქართველოს მოქალაქეების გასანთავიუსფლებლად ყველაფერს აკეთებენ.