სოფელ როხში ოჯახი დააყაჩაღეს - წაღებულია 10 000 ლარი და ძვირადღირებული ნივთები

04.10.24 15:22
სოფელ როხში ოჯახი დააყაჩაღეს - წაღებულია 10 000 ლარი და ძვირადღირებული ნივთები

ბაღდათში, სოფელ როხში ოჯახი დააყაჩაღეს - წაღებულია 10 000 ლარი და ძვირადღირებული ნივთები.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 3 ნიღბიანი ადამიანი საცხოვრებელ სახლში გვიან ღამით შეიჭრა. მათ ოჯახის ერთ-ერთ წევრს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძება სსკ-ს 179-ე, ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.