რუსეთში ქართველი მებრძოლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს - მედია

04.10.24 18:15
რუსეთში ქართველი მებრძოლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს - მედია

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა ქართველი მებრძოლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა - როგორც "Tass" იტყობინება, რატი ბურდულმა რუსეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა და უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეიჭრა. 

რუსული მხარის მტკიცებით, ქართველი მებრძოლი "მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების, მათ შორის, მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის, ტერორისტული აქტის, სამართალდამცავი თანამშრომლის სიცოცხლის მოსპობის მცდელობისა და ხელისუფლების მოხელის მიმართ ძალადობის გამოყენებაშია ეჭვმიტანილი". 

როგორც საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, ბრალდებულის და მისი თანამზრახველების ადგილსამყოფელი ამ წუთებში დგინდება.