დაპირისპირება 83-ე საჯარო სკოლასთან - მოსწავლეებმა და მშობლებმა გზის გადაკეტვა სცადეს
დაპირისპირება 83-ე საჯარო სკოლასთან - მოსწავლეებმა და მშობლებმა გზის გადაკეტვა სცადეს. მშობლებს სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ, რომლებიც აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებას აიძულებდნენ.
პროტესტის მიზეზი სკოლის დაუმთავრებელი შენობაა. უკვე ერთ წელზე მეტია, მოსწავლეების მშობლები იძულებულები გახდნენ, პრობლემის მოგვარება ქუჩიდან მოითხოვონ. 83-ე საჯარო სკოლა ერთადერთი არ არის.
განათლების სამინისტრო ვერა და ვერ ახერხებს დაასრულოს მთელი ქვეყნის მასშტაბით შენობების რემონტი, რომ ყველა მოსწავლემ სწავლა იმ სკოლაში გააგრძელოს, სადაც დაიწყო.