რუსულ ტყვეობაში ჩავარდნილი საქართველოს მოქალაქეები - სუს-ი დაკავებულების ოჯახებს მხოლოდ ცხელი ხაზის ამოქმედებას ჰპირდება

04.10.24 20:46
რუსულ ტყვეობაში ჩავარდნილი საქართველოს მოქალაქეები - სუს-ი დაკავებულების ოჯახებს მხოლოდ ცხელი ხაზის ამოქმედებას ჰპირდება

რუსულ ტყვეობაში ჩავარდნილ საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს სუს-ი მხოლოდ ცხელი ხაზის ამოქმედებას ჰპირდება. ასეთია სახელმწიფოს პასუხი იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში 5 წლით ყოფნა ემუქრებათ.

რეჟიმი საქართველოს ორ მოქალაქეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის დაზიანების მცდელობას ედავება. პატარა მეჯვრისხევში მცხოვრები ადამიანები 16 სექტემბერს დააკავეს, ორ-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ახლა რუსული კანონით უპირებენ გასამართლებას. ადგილობრივები კი პანიკაში არიან. სახლიდან ვერც თავად გამოდიან და საძოვრებზე არც საქონელს უშვებენ.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.