მარნეულში ბიზნესმენის საცხოვრებელ სახლს ესროლეს

04.10.24 20:51
მარნეულში ბიზნესმენის საცხოვრებელ სახლს ესროლეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში ერთ-ერთი ბიზნესმენის საცხოვრებელ სახლს ესროლეს - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "Aktual.ge" ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა დღეს, 4 ოქტომბერს, მოხდა. 

როგორც მედია იტყობინება, ბიზნესმენის საცხოვრებელ სახლს 30-მდე ნატყვიარები აღენიშნება. ამასთან, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია სახლის კარსა და ავტომობილსაც მოხვდა. 

"Aktual.ge"-ის ინფორმაციით, ინციდენტის დროს სახლში ბიზნესმენის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, თუმცა დაზიანებები არ მიუღიათ.