მისცემენ თუ არა ასობით დევნილ ემიგრანტს არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას, დღეს გადაწყდება
დღეს უნდა გადაწყდეს, მისცემენ თუ არა ასობით დევნილ ემიგრანტს არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას. ეს საკითხი უკვე შეტანილია ცესკოს დღის წესრიგში. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა ზუსტად 12 საათზეა დაანონსებული. იმისთვის, რომ ოპოზიციის მიერ შეტანილ პროექტს მხარდაჭერა ჰქონდეს, ამისთვის 12 წევრის ხმაა საჭირო.
დღევანდელ სხდომაზე ჩვენი ინიციატივით დამატებულ იქნა დადგენილების პროექტი, რომელიც სპეციალურად გამონაკლისის სახით დაუშვებს ვადების განსაზღვრას, რის საფუძველზეც საზღვარგარეთ მყოფ დევნილებს მიეცემათ საშუალება დარეგისტრირდნენ უბნებზე და მისცენ ხმა. მე იმედს ვიტოვებ, რომ ცეკსო დღეს ამ გადაწყვეტილებას მიიღებს", - ამბობს ცესკოს ოპოზიციონერი წევრი.
ენმ-დან ცესკოს ოპოზიციონერი წევრის, დავით კირთაძის განცხადებით კი, "თუ ცესკომ დღეს სხდომაზე აღნიშნული საკითხი დაბლოკა, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება".
ეს იქნება მათი მხრიდან მმართველი პარტიის დავალება, რომ საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს მოქალაქეებს, შეეზღუდოთ არჩევნებში მონაწილეობა", - აღნიშნა კირთაძემ.
ეს საკითხი განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც გაირკვა, რომ რუსული ოკუპაციის გამო, დევნილობაში მცხოვრებ ადამიანებს, ვისაც იურიდიული რეგისტრაცია აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონში აქვთ, საარჩევნო სიაში საერთოდ არ იძებნებიან.