როგორი ამინდია მოსალოდნელი 5 ოქტომბერს?

05.10.24 12:22
როგორი ამინდია მოსალოდნელი 5 ოქტომბერს?

5 ოქტომბერს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი.

meteo.gov.ge-ს მიხედვით, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში +25, +30°; მთაში +22,+27°; მაღალმთაში +15, +20°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი  10-15 მ/წმ.  ჰაერის ტემპერატურა: ბარში +18, +23°; მთაში +17, +22°; მაღალმთაში  +13, +18°