ემიგრანტები ევროპისა და ამერიკის ქუჩებში გამოსასვლელად ემზადებიან - საპროტესტო აქცია ხვალ თბილისშიც გაიმართება
ქართველი ემიგრანტები საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან - უცხოეთში მცხოვრები საქართველოს თანამოქალაქეები ევროპის და ამერიკის ქუჩებში ხვალ გავლენ. მოთხოვნა ემიგრანტების ხმების დაცვაა და მათთვის ხმის უფლების მიცემა.
აქციისთვის ემზადებიან თბილისშიც. პრეზიდენტის ძმა თანამოაზრეებს 6 ოქტომბერს, 17:00 საათზე, კანცელარიასთან დაელოდება. ოთარ ზურაბიშვილი ამბობს, რომ ახლა როგორც არასდროს საჭიროა, თითოეული ემიგრანტის ხმა მაქსიმალურად იყოს დაცული.
ხვალ, კვირას, თბილისში, 17:00 საათზე, კანცელარიის წინ ვატარებთ აქციას - "დაიცავი შენი ხმა". გელოდებით ყველას. ასეთივე აქციები ტარდება ყველა ევროპულ ქალაქში და თუ უცხოეთში ცხოვრობთ, დაესწარით. ყველას გელოდებით ხვალ", - ამბობს ოთარ ზურაბიშვილი.