მკვლელობა წინანდალში - ზურაბ ზვიადაური დუმილის უფლებას იყენებს

17.08.21 16:30
მკვლელობა წინანდალში - ზურაბ ზვიადაური დუმილის უფლებას იყენებს

მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონი, ზურაბ ზვიადაური, დუმილის უფლებას იყენებს. 

ტვ პირველის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" ყოფილი წევრის მიმართ ბრალის წარდგენა დღეს აღარ მოხდება. 

ზვიადაური თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. ის ადვოკატმა უკვე მოინახულა, თუმცა უფლებადამცველმა მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. 

ძიუდოისტი 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მკვლელობას ედავებიან. შს სამინისტროს ინფორმაციით, მან მისი ძმის მკვლელი სასიკვდილოდ დაჭრა. 

წინანდალში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ზვიადაურების ახლო მეგობარი, ჯაბა ჯანგირაშვილი. ამ უკანასკნელს გამოძიება იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება, რასაც შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები